რეგიონი
გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო)
ორი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედამ ირინა წურწუმიამ ზუგდიდის საავადმყოფოს შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. ის შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიმართლის დადგენამდე საპროტესტო აქციას არ შეწყვეტს.

„ 19 წლის შვილი მომიკლეს და ამის პასუხს ვითხოვ. ვინ და რატომ მომიკლა, გამთელებას ჩემი შვილისას არ ვითხოვ. აღიარონ, რომ დაუშვეს შეცდომა და ჩემი შვილი მოკლეს. გამცენ პასუხი პნევმონიით ხალხი კვდება? ‘’,- ამბობს ირინა წურწუმია.
ამ დროისათვის ექიმები კომენტარს არ აკეთბენ.

ცნობისთვის, ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია 10 დღის წინაც გამართეს. მათი თქმით, გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაკრძალეს და მას საგვარეულო სასაფლაოზე მანამ არ დაასაფლავებენ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

Print