სპორტი
საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ ურეკში შეკრება დაიწყო
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ს.კ. „ზუგდიდი“ საწვრთნელი პროცესის მესამე ეტაპზე გადავიდა. ურეკში მოსამზადებელი პერიოდი 12 დღეს გასტანს და ოფიციალურ ტურამდე ისინი რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც გამართავენ. კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ბესიკ შეროზიას განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.

15 თებერვალს ზუგდიდელები ტეტს-მატჩით ოზურგეთის „მერცხალს’’ შეხვდებიან.  17 თებერვალს ,,ზუგდიდი'' „შუქურას" დაუპირისპირდება, 21 თებერვალს კი ქედის „ბეთლემს“. კლუბი დასკვნით მატჩს, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის „მაჭახელას" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, კლუბი "ზუგდიდი" გასულ წელს უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მეორე ლიგაში გადავიდა.

Print