რეგიონი
გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა
გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედის, ირინა წურწუმიას თქმით, პროკურატურამ მას ექსპერტიზის პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც მან საპროტესტო აქცია შეწყვიტა.

„ვინაიდან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს დრო სჭირდება, შიმშილობის აქციას ვწყვეტ. იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა და კითხვის ნიშნები არ დარჩება“, - განაცხადა წურწუმიამ.

შვილის სიკვდილში ცირგაიას ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ სათანადო დასჯას ითხოვს.

ცნობისთვის, შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია 10 დღის წინაც გამართეს. მათი თქმით, გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაკრძალეს და მას საგვარეულო სასაფლაოზე მანამ არ დაასაფლავებენ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. გუშინ ცირგაიას დედამ შიმშილობა დაიწყო და განაცხადა, რომ აქციას სიმართლის დადგენამდე არ შეწყვეტდა.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო)
Print