რეგიონი
ზუგდიდის ბულვარსა და ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება (ვიდეო)
დღეს მერიაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.

„ჩვენ მოვიწონეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები. პირველი, ეს არის ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია, რისთვისაც გამოიყოფა, დაახლოებით, 450 000 ლარი. 109 000 ლარი კი ცენტალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა“, - განაცხადა თოდუამ.

ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება ინფრასტრუქტურა და მოწესრიგდება ბულვარის გამწვანება.





Print