რეგიონი
დღეს ზუგდიდში გარევაჭრობის რეგულაციის საკითხს საჯაროდ განიხილავენ
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო გარევაჭრობის რეგულაციასთან დაკავშირებით, საჯარო განხილვას იწყებს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს 12:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

ცნობისთვის, ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. მოვაჭრეების ნაწილი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვს, რასაც ბაზრის შიგნით მომუშავე ადამიანები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ საკითხზე ათეულობით საპროტესტო აქცია გაიმართა.

Print