რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალი ზონის სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო, სოფლების: გრიგოლიში, ზედაეწერი, ოდიში, რიყე, ტყაია, ყულიშკარი, ჩხორია, ჭაქვინჯი, ჭკადუაში და ჯუმი - სკოლები დროებით დაიხურა.

"აღნიშნული სოფლები მთაგორიანია და ვერ განხორციელდა მოსწავლეების ტრანსპორტირება, დანარჩენ 40 საჯარო სკოლაში სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს", - უთხრა რადიო "ათინათს" კახაბერ ფარცვანიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი სოფლებში ნახევარ მეტრს აჭარბებს, ხოლო ქალაქში 30 სმ-ს აღწევს.

Print