დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის
ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.
სხდომას გუბერნატორი
ლევან შონია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა
და საპატრულო პოლიციის რეგიონული ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
გუბერნატორის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გზები ქალაქშიც და
მუნიციპალიტეტშიც ინტენსიურად იწმინდება. ამჟამად, მოძრაობა
შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა
მეწყერმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა
ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება.
„ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაზე დიდი
თოვლი ზუგდიდშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტექნიკა სრულად
მობილიზებულია და ყველა პრობლემურ თემში მუშაობს. პრობლემების გადაჭრა
ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა შონიამ.
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და
მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები. შექმნილი პრობლემების
შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
მასალის გამოყენების პირობები