რეგიონი
ზუგდიდში მასწავლებელთა გადამზადება გრძელდება (ვიდეო)
ზუგდიდში ზოგადპროფესიულ უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტრენინგები მეოთხე საჯარო სკოლაში ტარდება და მასში VII-XII კლასის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, სასწავლო კურსს რეგიონის მასშტაბით 1000-მდე პედაგოგი გაივლის.

„ამ პროექტის ძირითადი მიზანია, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა. ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო პროცესის სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

მასწავლებელთა გადამზადების პროექტი ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ არის დაფინასებული. ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Print