რეგიონი
ხობის 1576 აბონენტს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ცნობით, 20 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება ხობის რაიონის ორ სოფელს - ხამისკურსა და ხეთას - შეეზღუდება.

ქვესადგურ „ხეთა-წევაში“ გეგმური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ელექტროენერგია ხობის მომსახურეობის ცენტრის 1576 აბონენტს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.

დენის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

Print