რეგიონი
ანქვაბი "აფხაზეთის პარლამენტის" კანდიდატად დარეგისტრირდა
დე ფაქტო აფხაზეთის ექს - პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი "პარლამენტის" დეპუტატობის კანდიდატი გახდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ის ცესკოში მხარდამჭერთა სამმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. კენჭისყრას ანქვაბი გუდაუთის №18 უბანზე აპირებს".

დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 12 მარტს არის დანიშნული. "პარლამენტის" 35 მანდატისთვის 133 კანდიდატი იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა "პრეზიდენტის" თანამდებობა 2014 წლის 1 ივლისს დატოვა. ოპოზიციამ ის ქართული მოსახლეობისთვის "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემაში დაადანაშაულა. 12 თებერვალს "ყოფილი პრეზიდენტი" საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად დაბრუნდა აფხაზეთში.



Print