რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში დასაქმების მსურველთათვის გასაუბრება დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრების ეტაპი დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

გასაუბრებას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატარებს. ის ხუთი წევრისგან შედგება, კომისიის თავმჯდომარე კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავაა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.

ცნობისთვის, გამგეობამ ვაკანსია - 67, ხოლო საკრებულომ 1 პოზიციაზე გამოაცხადა.

Print