რეგიონი
ფოთში საცხოვრებელ სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. დედა 80 წლის იყო, შვილი კი 60-ის. მეზობლები ჰყვებიან, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და მომვლელი ჰყავდათ. მათივე თქმით, დილით მისულ მომვლელს კარი ჩაკეტილი დახვდა, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცველებს შეატყობინა. სახლში შესაღწევად კარის შემტვრევა გახდა საჭირო.

მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილის ცხედრები წყლით სავსე აბაზანაში იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

წყარო: IPN
Print