რეგიონი
ენგურჰესმა მუშაობა დროებით შეწყვიტა
ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა ფუნქციონირება 19 თებერვლიდან ორი კვირით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში სადერივაციო გვირაბს დაათვალიერებენ და იმ სამუშაოებს დაგეგმავენ, რომლებიც 2018 წელს განხორციელდება. 

ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ჰესის გაჩერების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნული სადგურის აბონენტებს არ შეეზღუდებათ.

„შევწყვიტეთ დაახლოებით ორი კვირით, თუ ისეთი რამე არ დაგვხვდა, რომლის რეაბილიტაციას მეტი დრო დაჭირდება“, - აღნიშნა მებონიამ.

მომავალ წელს სარემონტო სამუშაოებისთვის ენგურჰესი 4 თვით ისევ გაჩერდება.


Print