პოლიტიკა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
მესამე ვიცე-პრემიერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

,,ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. ალექსანდრეს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. მისივე განცხადებით, აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება.

Print