რეგიონი
„ქართული სოფლის ევროპული პერსპექტივები“ - სემინარი „ათინათში“ (ვიდეო)
ასოციაციაში „ათინათი“ სემინარი თემაზე „ქართული სოფლის ევროპული პერსპექტივები“ ჩატარდა. ღონიძიებაზე რამდენიმე ვიდეო-რეპორტაჟის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ასახულია საოჯახო ბიზნესები, რომელთაც საფრანგეთში მცხოვრები ქართველები აწარმოებენ.

სემინარის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ასეთი მცირე ბიზნესის აწყობაც შეიძლება, ამ რეპორტაჟების ნახვის შემდეგ კი, აქაურ მაცხოვრებლებს გაუჩნდებათ იდეები და ვიმედოვნებთ, რომ ეს იმუშავებს სოფლებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მაია სიმონიამ, რომელიც სემინარს უძღვებოდა.

შეხვედრა „საქართგელოს სტრატეგიურლი კვლევებისა და განვითარების ცენტრისა“ და ასოციაცია „ათინათის“ ერთობლივი პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. მას ოთხი მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში მცხოვრები ქალები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

Print