რეგიონი
„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამართა (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ენგურის ხიდზე საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ 1924 წლის 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

„ამ დღეს ქართველი იუნკერები შეეწირნენ რუსულ ოკუპაციას. არა ოკუპაციას, არა ანექსიას, არა რუსეთს - ეს არის ჩვენი დევიზი და სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება გაერთიანებული, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მას“, - თქვა „ენმ“-ის ზუგდიდის ოფისის პრესსამსახურის უფროსმა სალომე მაქაცარიამ.

მდუმარე აქციის მონაწილეებმმა ანთებული სანთლებით სიმბოლურად საბჭოთა ოკუპაციის თარიღი- 1921 გამოსახეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა დასრულდა და ქვეყნის ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს.
Print