რეგიონი
ზუგდიდში 1924 წელს რეპრესირებულთა მემორიალი გაიხსნა (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

სიმბოლურია, რომ 25 თებერვალს ზუგდიდში გაიხსნა 1924 წელს დახვრეტილ მამულიშვილთა ძეგლი. აქ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხვრიტა ერის საუკეთესო ნაწილი“, - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეპრესირებულთა შთამომავლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

"ჩემი დიდი ბაბუა რაჟდენ ყურაშვილი, რომელიც ერთ-ერთი აჯანყებული იყო, 30 წლის ასაკში დახვრიტეს. მას ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მათ ჩვენი თავისუფლებისთვის ღმერთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი - საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს", - თქვა მამა დიმიტრი ვეკუამ.

1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 40-მდე მებრძოლი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსულმა საოკუპაციო ჯარმა დახვრიტა.

Print