რეგიონი
ქურდობა ზუგდიდის ცენტრში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დახლ-მაცივარი, რომელიც ღია ცის ქვეშ დგას, გატეხეს. წაღებულია სხვადასხვა პროდუქტი და სიგარეტები. შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ზარალი, დაახლოებით, 1 500 ლარს შეადგენს.

ამავე ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურის მეპატრონის, ნონა ჭურღულიას თქმით, სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ მან შეატყობინა. მისივე ინფორმაციით, დახლ-მაცივრის მეპატრონე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა, შეუძლოდ შეიქმნა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შერეული საქონელი ჰქონდა. ზარალი ძალიან დიდია. მსგავსი ფაქტები ამ ტერიტორიაზე ხშირად ხდება, თუმცა, გამოძიებული არცერთი მათგანი არ არის", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭურღულიამ.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.


Print