რეგიონი
მამუკა წოწერია: ღურწკაია და ტაბაღუა სუსტად შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობას (ვიდეო)
რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების დაკითხვა დასრულდა. 

გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია სამსახურიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და ამბობს, რომ ისინის "სუსტად" შეესაბამებდონენ დაკავებულ თანამდებობებს. 

მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმები ანუ ატესტაციისა და გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და სხვა არაფერი“, - თქვა წოწერიამ.

უკვე ყოფილი თანამდებობის პირების "სუსტ მენეჯერულ უნარებზე" ამახვილებს ყურადღებას კომისიის წევრი მაიზერ ნანავაც.  

ზუგდიდის გამგებელმა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმჟმინდელმა თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ კომენტარისგან თავი შეიკავა.

საკონკურსო საატესტაციო კომისია სულ 7 წევრისგან შედგება.

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.

ამავე თემაზე:

სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან

სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეები ზუგდიდის გამგეობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ (ვიდეო)



Print