რეგიონი
აქციის მონაწილე მოვაჭრეებს ზუგდიდის მერი შეხვდა
ზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეები, რომლებმაც სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართეს, მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდნენ. 

„შევხვდით მერს და გავეცანით ჩვენი მოთხოვნა. შეგვპირდა ორი კვირა მაცალეთ და ამ ამბავს თავს დავადგამო. ეს პერიოდი დაველოდებით და თუ სასურველი პასუხი არ იქნება, აქციებს გავაგრძელებთ“,- ამბობენ მოვაჭრეები.

ირაკლი გოგოხიას თქმით, წარმოებაშია გარევაჭრობის რეგულაციის წესი, რომელსაც მალე საკრებულო დაამტკიცებს და ეს საკითხი კანონის ძალით მოგვარდება.

„გარემოვაჭრეებს შევთავაზებთ ალტერნატიულ ფართს, თუ მათი სურვილი იქნება, ისინი შევლენ. ახალი კომერციული სტრუქტურა იხსნება, სადაც 150-მდე მოვაჭრეს შეეძლება დასაქმება. ტროტუარზე და სავალ ნაწილზე გარე ვაჭრობა არ იქნება“, - განაცხადა გოგოხიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. მოვაჭრეების ნაწილი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვს, რასაც ბაზრის შიგნით მომუშავე ადამიანები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ საკითხზე ათეულობით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ამავე თემაზე: ზუგდიდის მერიასთან შიდა მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

Print