რეგიონი
ზუგდიდში „რუსთავი-2“ -ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
„რუსთავი -2“-ის მხარდამჭერი აქცია დღეს ტელეკომპანია „ოდიშის“ შენობის წინ გაიმართება. მისი მონაწილეები ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას გააპროტესტებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აქცია წუხელ თბილისში, „რუსთავი-2“-ის ეზოში გაიმართა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებს.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

Print