რეგიონი
“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშის“ შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები,  „ოდიშის“ ჟურნალისტები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომელთაც შეკრებილებს მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აპროტესტებენ და „რუსთავი 2“-ის დაცვით საკუთარ თავისუფალ და განსხვავებულ აზრს იცავენ. მათივე ინფორმაციით, ისინი თბილისში გამგზავრებასა და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.


სიმართლე რომ არ ისმოდეს, ამიტომაც სურს ხელისუფლებას, რომ გააჩუმოს „რუსთავი 2“, ამით კი საბოლოოდ უნდათ უარი უთხრან ქართულ სახელმწიფოებრივ ღირებულებებს“, - თქვა „რუსთავი 2“-ის რეგიონულმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ.

„ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის ანა წითლიძის თქმით, ისინი „რუსთავი 2“-ს და თავისუფალ სიტყვას „ფიზიკურად“ დაიცავენ.

დღეს „რუსთავი 2“ არის ფიზიკურად დასაცავი. უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასამართლოს დასამარებას ნიშნავს“, - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში „რუსთავი-2“ -ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა




Print