რეგიონი
ასოციაცია "აგორა" კოლხური ბზის გადასარჩენად (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ რუხში, კოლხური ბზის მავნებელი დაავადებისგან გადარჩენის მიზნით, ასოციაციის „აგორა“  წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება პროექტის "ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერება კოლხური ბზის გადარჩენის კოორდინირებული აქტივობების გზით" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

პროექტის მენეჯერის თენგიზ სვანიძის თქმით, რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში ორმოცი ათასამდე ბზის ნერგის დაკალმება იგეგმება, რომლებიც შემდეგ სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადეცემათ.

“ეს მცენარე დღეს სავალალო მდგომარეობაშია, ის პრაქტიკულად განადგურებულია, რამდენიმე წლის წინ ჯანსაღი კალმების აღება შეიძლებოდა, თუმცა ამ დროისთვის, ეს შეუძლებელია. ჯანსაღი კალმების მოძიება გარემოს დაცვის სამინისტროს ვთხოვეთ“, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელში, საქართველოს ენდემური სახეობის და „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის - კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, 550 კმ.მ ფართობზე განთავსებული სასათბურე მურნეობა ოთხ სექციად გაიყოფა. გამოცდილი ექსპერტები დაინტერესებეულ პირებს ბზის დაკალმებისა და მოვლის მეთოდებს შეასწავლიან. ამასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, საინფორმაცის შეხვედრების და ტრენინინგების გამართვა იგეგმება.



Print