რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ სასტუმრო „ანაკლიის“ საკუთარი წილი გაყიდა
სასტუმრო „ანაკლიის“ 75%-იანი წილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 4, 267 მილიონ ლარად გაყიდა. ის შპს „კასკომ“ შეიძინა, რომელიც ამ დრომდე სასტუმროს 25 %-ს ფლობდა.

გამგეობის ბიუჯეტის ანგარიშზე 600 000 ლარი უკვე დაირიცხა, აქედან 350 000 ლარი მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება, 250 000 ლარი კი ს.კ. „ზუგდიდს“ დაერიცხება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ დარჩენილი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უახლოეს მომავალში აისახება.

ცნობისთვის, სასტუმრო ანაკლია 7,7 მილიონ ლარად იყო შეფასებული. აუქციონი ორჯერ გამოცხადდა, რადგან ის პირველ ჯერზე  არ გაიყიდა.


ამავე თემაზე:

სასტუმრო "ანაკლიის" წილი აუქციონზე იყიდება
Print