რეგიონი
ქალთა საერთაშორისო დღე – აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობით აქცია გაიმართა. მათ ქალების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მიმართ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სახელწმიფო სტრუქტურებმა ამ მიმართულებით მეტი უნდა იმუშაონ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები უნდა დაიმსხვრეს“, - აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა იაგო ფასანძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ქალები კარიერული წინსვლაში მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ, რაც უნდა შეიცვალოს.

„უნდა შემოიღონ სპეციალური პროგრამები, რომლებიც იქნება მიმართული საკუთარ უფლებების შესახებ ქალთა ცნობიერებისა და მათი თავდაჯერებულობის ამაღლებისკენ“, - თქვა „თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

მოქალაქეების თქმით, ქალის როლი დღეს დაკნინებულია და აუცილებელია გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნა.

„ჩემს ქალიშვილთან ერთად მოვედი. დღეიდან ვიწყებ ბრძოლას, რომ ჩემი შვილის თაობამ ისეთ უთანასწორო გარემოში არ იცხოვროს, როგორშიც დღეს უწევთ ქალებს ცხოვრება“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მოქალაქემ დავით ლოგუამ.

"ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ანალოგიური აქცია საქართველოს რამდემიმე ქალაქში გაიმართა. ზუგდიდში სოლიდარობის აქცია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მხარდაჭერით ჩატარდა.

ცნობისთვის, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო.
Print