სამეგრელო-ზემო სვანეთი ტურისტულ ფესტივალზე ITB BERLIN წარსდგა (ვიდეო)
17:00 / 08.03.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB
BERLIN წელს პირველად იღებს მონაწილეობას. გამოფენა დღეს
გაიხსნა და რეგიონის
ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი საერთაშორისო
ტურ-ოპერატორებს გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.
„ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის
განვითარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და
დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ
წარვადგინეთ რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურა, ბუკლეტები,
წიგნები, ვიდეოპროდუქცია“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენლია Gem fest და
ზუგდიდის გამგეობა. საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის
დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიებს
ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ლაინაფი გააცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე USAID -ის
პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებითა და მეღვინეობა „ხარებას“
სპონსორობით წარადგინეს.
ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო
ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი
კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის
ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს
სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს
საერთაშორისო დონეზე.
მასალის გამოყენების პირობები