რეგიონი
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში, ერთ - ერთ აფთიაქში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ - ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე სისტემატურად ყიდდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც ჯგუფის წევრები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.

გამოვლენილ ობიექტსა და ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



Print