რეგიონი
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულები და მათი მხარდამჭერები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, თვითმმართველობებიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამასთან, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის მქონე  ტრანსფარანტები უჭირავთ: "შონია სამეგრელოს შავი ჭირია", არა ნეპოტიზმს", "მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება", "მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი" და სხვ.

"შონია თავისი მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებაზე არის ორიენტირებული, მას უნდა რომ მორჩილი კადრები ჰყავდეს. თვეში ათას ხუთას ლიტრ ბენზინს ხარჯავს, სად ხარჯავს ამდენს, ხომ არ ტაქსაობს, მთელი თვის განმავლობაში რომ სამეგრელო შემოიარო ამდენს ვერ დახარჯავ" , - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურგენ (გიზო) სართანიამ.

აქციაზე ასევე იმყოფება "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა. 

Print