რეგიონი
გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები სამეგრელოში, რომელთაც პრემია არ მიუღიათ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აბაშისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებს 2016 წლის პრემია და სახელფასო დანამატი არ მიუღიათ. ესენი არიან: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, წალენჯიხის ყოფილი გამგებელი გოგა გულორდავა და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.

ამავე კვლევის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია მხოლოდ ერთხელ ერთ თანამშრომელზე გაიცა, ასევე ერთხელ მიიღეს პრემია წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016  გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა და საკრებულოებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაიცა. გამგეობაში პრემიის ოდენობამ 771 825 ლარი შეადგინა, საკრებულოში კი 201 440 ლარს გადააჭარბა. ყველაზე ნაკლები ხარჯები ამ მხრივ მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის თემის თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა (ვიდეო)
Print