რეგიონი
TI: მესტიის გამგეობამ მეუფისთვის 5000 ლარზე მეტი ოდენობის საწვავი შეიძინა
მუნიციპალიტეტის გამგეობამ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონისთვის 2016 წელს 3 600 ლიტრი საწვავი შეისყიდა, რისთვისაც 5 004 ლარი დაიხარჯა.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილ ოფიციალური წერილით მიიღეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამგეობამ ჯამში 35 460 ლიტრი საწვავი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 56 296 ლარი შეადგინა. 

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016 გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები სამეგრელოში, რომელთაც პრემია არ მიუღიათ

ზუგდიდის თემის თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა (ვიდეო)
Print