რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშს უპასუხეს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართვერლოს" მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე განმარტებები გააკეთეს. გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მეტი ხარჯები თემის სიდიდით არის გამოწვეული.

წოწერიას განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტში წინა წლებთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობა შემცირებულია და აღნიშნული ფინანსები სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება. რაც შეეხება პრემიებს, საჯარო მოხელეები მათ გაწეული სამუშაოს შესაბამისად მიიღებენ.

თითოეული პრემია, რომელიც გაიცემა, უნდა იყოს არგუმენტრიებული, პიროვნების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესაბამისი. დღესასწაულებზე პრემიები აღარ გაიცემა. თუ საჯარო მოხელე საკუთარი შრომის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელს გაზრდის და საქმიანობას განავითარებს, სტიმულირებისთვის პრემიას მიიღებს“, - განაცხადა წოწერიამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვლევა წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა და საკრებულოებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიცა. გამგეობაში პრემიის ოდენობამ 771 825 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოში 201 440 ლარს გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე ნაკლები ხარჯები მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს.

Print