რეგიონი
მეუფე ილარიონი მისთვის გამოყოფილ საწვავზე: ავტომობილიც გამგეობამ მათხოვა
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ადასტურებს, რომ მესტიის გამგეობამ მისთვის ბიუჯეტიდან 3 600 ლიტრი საწვავი შეისყიდა. ეპარქიის მღვდელმთავარმა რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ მანქანა, რომლითაც ის პირადად სარგებლობს, გამგეობას ეკუთვნის.

მე არ მაქვს საშუალება, მანქანა შევიძინო, ამიტომ ის მესტიის გამგეობამ მათხოვა“, - თქვა მეუფემ.

ცნობისთვის, მესტიის გამგეობამ ეპარქიის მიტროპოლიტ ილარიონისთვის საწვავის შესაძენად 5 004 ლარი დახარჯა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე თემაზე:

TI: მესტიის გამგეობამ მეუფისთვის 5000 ლარზე მეტი ოდენობის საწვავი შეიძინა


Print