რეგიონი
საბრძოლო განგაში და სწავლება აფხაზეთის რუსულ ბაზაზე
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებში, მოულოდნელი საბრძოლო განგაში გამოცხადდა, წერს “აფსნიპრესი“, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სასწავლო წვრთნებში მონაწილეობს გაერთიანების ყველა ქვედანაყოფი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, თანამედროვე ტანკები Т-72Б3, ჯავშანტრანსპორტიორები ТР-82АМ და ბრონირებული ავტომობილები.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსული სამხედრო გაერთიანებების პირადმა შამდგენლობამ, უმოკლეს დროში, მიიღო იარაღი, აღჭურვილობა და მითითებულ რაიონებამდე 120 - კილომეტრიანი მარშის განხორციელებას შეუდგა, რათა ადგილზე, მათ წინაშე დაყენებლი სასწავლო - საბრძოლო ამოცანების შესრულებას შეუდგეს.

სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს დანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის შემოწმებას.

Print