სპორტი
ზუგდიდის მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა დასრულდა და ამჟამად შიდა კეთილმოწყობა და მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 947 000 ლარი დაიხარჯება. ჯამში პროექტისთვის, დაახლოებით, 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “დაგი“ ახორცილებს. სტადიონს ორი მოედანი ექნება. ძირითადი - 7 200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224 მაყურებელს დაიტევს.

ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო ხელოვნური საფარით მოეწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მთავარი სტადიონის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე, ხოლო სათადარიგოსი 2018 წელს დასრულდება.

Print