რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ტარდება
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმებმა დარჩელის მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს. ადგილობრივებს კონსულტაციები მოწვეულმა ექიმებმა ეკა რაფავამ და გივი ქაჯაიამ გაუწიეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის სალომე ჩანგელიას თქმით, კლინიკა პროგრამას ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ახორციელებს.

უფასო გამოკვლევები ზუგდიდის თემის სამ სოფელში უკვე ჩატარდა. კონსულტაციები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ზუგდიდის ყველა სოფელს მოიცავს. 

Print