რეგიონი
ხობს განახლებული ცენტრალური სტადიონი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის

რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად ხობში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იმყოფებოდა.


უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობა ექნება. ის მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 444 998 ლარით დაფინანსდა. მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოებზე 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

 

Print