რეგიონი
„InformNapalm“: რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-300 გადაისროლა
რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღებას აძლიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მოხალისეთა საზოგადოება „InformNapalm“ ავრცელებს, რომელიც HUMINT/OSINT სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მოიპოვა.

საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების „InformNapalm“ მოხალისეებმა შეძლეს, დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი. პირველადი ინფორმაცია მათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მიიღეს. სანდო წყაროდან ცნობით, 2017 წლის 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი შევიდა – დაახლოებით, სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები, წერს სააგენტო 

დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების ოკუპირებულ აფხაზეთში შეყვანის ფაქტის შესახებ, "InformNapalm"-ის მოხალისეებმა განახორციელეს რიგი ქმედებები, მათ შორის შეისწავლეს სოციალური ქსელები და სხვა საინფორმაციო წყაროები.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მესამე დივიზიონი C-300 განთავსდება ოჩამჩირისა (,,ნაგვალოუს“ პოლიგონის რაიონში) ან გალის რაიონში. ინტერნეტ გამოცემის ვარაუდით, კრემლის მსგავსი აქტივობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნატო–ს ძალების გააქტიურებას შავ ზღვაზე, მათ შორის პორტის შესაძლო გამოყენებას, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას.


Print