რეგიონი
ზუგდიდში მოქალაქესა და საპატრულო პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქესა და საპატრულო პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. სამართალდამცავები მძღოლს მანქანის ღვედის გარეშე ტარებას ედავებოდნენ, რისთვისაც მოქალაქის 40 ლარით დაჯარიმებას აპირებდნენ, თუმცა, მძღოლის თემურ ხარლამპიდის პროტესტის შემდეგ, თანამშრომლებმა ჯარიმის გამოწერისგან თავი შეიკავეს.

ამის შემდეგ მათ ხარლამპიდი ალკოტესტზე შეამოწმეს, თუმცა მას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. 

,,წითელი ვარ და ალბათ ამიტომ იფიქრეს მთვრალიაო'' ,- ამბობს ხარლამპიდი.

შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლის და, ნინო ხარლამპიდი იმყოფებოდა, რომელიც შეუძლოდ გახდა. მათ დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

ინციდენტი ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ამოიწურა.

Print