რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმის განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრები, მათ შორის, გამგებელი ლაშა გოგია, მისი მოადგილე მამუკა წოწერია და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა დაიკითხებიან.

ცნობისთვის, 15 მარტს სასამართლოში გამგეობის ყოფილი თანამშრომლის კახა კვარაცხელიას საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საქმეზე და ასევე, ატესტაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა მოხელეების პროცესი ერთად გაიმართება.

გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან ისინი უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს.

Print