ანაკლიაში წყალარინების ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდება (ვიდეო)
13:21 / 17.03.2017
ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი
დაიხარჯება. პროექტს "აზიის განვითარების
ბანკი" აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს
დასრულდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე
პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად
სამუშაოები გუბერნატორმა ლევან შონიამ, მისმა მოადგილემ დავით კოდუამ,
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს.
ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი
და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობით 1 000-ზე
მეტი ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ვიდეო: სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის
პრესსამსახური
მასალის გამოყენების პირობები