რეგიონი
"ლენდოს" დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შსს-ში ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული გ.კ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელია. მანამდე, ის ფოთის პოლიციაში მუშაობდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ლენდო დააყაჩაღეს (ვიდეო)

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

Print