რეგიონი
მარტვილში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამასთან, დაკავებულებს პ.დ.-ს და რ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, სოფელ ნაგვაზაოში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მიმდინარე წლის 9 მარტს განხორციელდა.



Print