რეგიონი
მომავალ კვირას სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ
21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა 14-დან 19 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-დან 18 გრადუსამდე დათბება. 

20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე უმეტეს რაიონში 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - 10-15 გრადუსი. 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.

Print