რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული გ.რ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

Print