რეგიონი
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესები აფხაზურ ენაზე გამოქვეყნდა (ვიდეო)
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროკავშირთან მიმოსვლის წესები აფხაზურ ენაზე გამოაქვეყნა. ქართული მხარე ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობას აფხაზურ და ოსურ მხარეებს სთავაზობს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე ქართული მხარის მიერ განცახდებებიც გაკეთდა.



დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ქართული მხარის შეთავაზებას გამოეხმაურა და შეაფასა ის, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობა, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს. ქართული მხარის შეთავაზებას ოსური მხარეც გამოეხმაურა.

შესაბამის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2017 წლის მარტის ბოლოდან შეძლებენ.


Print