რეგიონი
კვირიკაშვილი: ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ადგილზე მასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.

ამავე თემაზე:

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა (ვიდეო) 

პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა
Print