რეგიონი
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის საქმეზე ბრალდებულ კაკო ტიბუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სულ სამი მოწმე, მათ შორის, საარჩევნო კომისიის ორი წევრი და დამკვირვებელი დაიკითხა.

მოწმეების თქმით, ბრალდებულ კაკო ტიბუას პირადად იცნობენ და ის აღნიშნულ უბანზე არჩევნების დღეს საერთოდ არ უნახავთ.

დღეს დაკითხულმა ყველა მოწმემ, ერთის გარდა, თქვა, რომ იცნობს ტიბუას და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ის შემოჭრილებს შორის არ ყოფილა. ერთმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ იცნობს და არც დარბევის დროს უნახავს“, - თქვა ბრალდებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ.

პროცესზე პროკურორმა ილია ტორუამ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული გამომთვლელი და მინის ნამსხვრევები მტკიცებებულებების სახით წარმოადგინა, თუმცა, მხარეებმა მათი გამოკვლევა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

მორიგი სასამართლო სხდომა 11 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეები დაკითხეს

ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა (ვიდეო)

Print