რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი მოინახულა. ის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ სენაკელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან. გიორგი კვირიკაშვილმა მათ წარმატებები უსურვა და კრეატიული აზროვნებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, "რაიმე ახლის შექმნას სწორედ კრეატიული აზროვნება სჭირდება". 

პრემიერმა ასევე ტექნოპარკის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
Print