რეგიონი
„ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ღონისძიება სასულიერო გიმნაზიაში (ვიდეო)
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე, მათი პრევენციის გზებსა და ამ სენით დაავადებულ ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას სამედიცინო სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჩვენს ბავშვებს აქვთ იმედიანი განწყობა, რომ ტუბერკულოზი არის დაძლევადი და იციან, რომ არ შეიძლება ამ სენით დაავადებული ადამიანების იზოლირება“, - თქვა გიმნაზიის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ.

ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული პაციენტთა კავშირის ინიციატივით ტარდება. მისი წარმომადგენლის თიკო ხარებავას თქმით, ორგანიზაციის სურვილია, რომ მსგავს ღონისძიებებში სხვა სკოლებიც ჩაერთონ.

„ჩვენ გავაკეთეთ კვირეული, რომელიც გუშინ დაიწყო ფრანგულ სკოლაში, დღეს კი წმინდა გიროგის სახელობის გიმნაზიაში გაგრძელდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მოწვეულ სტუმრებსა და ორგანიზატორებს“, - აღნიშნა ხარებავამ.

ცნობისთვის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 24 მარტს აღინიშნება.

Print