რეგიონი
სოხუმში მოსამართლის მანქანის დაწვის ფაქტს იძიებენ
დე ფაქტო აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თემურ შონიას ავტომობილის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

„ტოიოტას“ მარკის ავტომობილს, რომელიც სოხუმში უზენაესი სასამართლოს შენობასთან იყო პარკირებული, ცეცხლი 21 მარტს, დაახლოებით, საღამოს ათ საათზე გაუჩნდა. გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. აფხაზური მედიის ცნობით, განიხილება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის, ერ-ერთი ვერსია თემურ შონიას პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

ცნობისთვის, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში სოხუმში მოხდა. 17 მარტს ცეცხლი გაუჩნდა დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატობის კანდიდატის ბატალ აიბას ავტომობილს. ქალაქის პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას - განზრახ ცეცხლის გაჩენას და აალებას განიხილავს.


Print